ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზეა დაბარებული

ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზეა დაბარებული

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დღეს დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლებმა უწყება გვარამიას ორი დღის წინ ჩააბარეს. მათივე ინფორმაციით, გვარამია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზეა დაბარებული.

შს სამინისტრომ ნიკა გვარამიას საჯარო განცხადების საფუძველზე გამოძიება მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს დაიწყო. საქმე ეხება ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ