სტამბოლში 51 წლის საქართველოს მოქალაქე იმ სახლში, სადაც მუშაობდა, გარდაცვლილი იპოვეს

სტამბოლში 51 წლის საქართველოს მოქალაქე იმ სახლში, სადაც მუშაობდა, გარდაცვლილი იპოვეს

სტამბოლში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ამბები.გე"-ს სტამბოლში საქართველოს კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განუცხადა, გარდაცვლილი 51 წლის ქალია.

მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი გუშინ საღამოს იმ სახლში იპოვეს, სადაც მუშაობდა.

ასაშვილის ინფორმაციით, ის ესაუბრა საქმის პროკურორს და მისთვის ცნობილია, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია.

"უკვე მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებულია საცხოვრებელ სახლში არსებული კამერებიდან ვიდეოჩანაწერები, დაიკითხა სახლის მეპატრონე, ასევე სახლში არის დაცვა და დაცვის თანამშრომლები არიან დაკითხულები. ახლა გამოძიება ელოდება ექსპერტიზის დასკვნას. მისი მიღების შემდეგ ჩანიშნული მაქვს პროკურორთან შეხვედრა. ამ ეტაპზე გარდაცვალების ყველა ვერსია განიხილება. ერთადერთი ფაქტი, რომელიც ვიდეომასალიდან ჩანს არის ის, რომ ქალის გარდაცვალების დროს სახლის მეპატრონე სახლში არ იმყოფებოდა", - განუცხადა "ინტერპრენიუსს" ირაკლი ასაშვილმა.

სტამბოლში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, გარდაცვლილის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება მისი გადმოსვენება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ