"ქართველი ემიგრანტი დასახიჩრებული უპოვნია დაცვას..." - ახალი დეტალები სტამბოლში 51 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე

"ქართველი ემიგრანტი დასახიჩრებული უპოვნია დაცვას..." - ახალი დეტალები სტამბოლში 51 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე

სტამბოლში სამუშაოდ მყოფი ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ამბები.გე"-ს სტამბოლში საქართველოს კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განუცხადა, გარდაცვლილი 51 წლის ქალია. მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი გუშინ საღამოს იმ სახლში იპოვეს, სადაც მუშაობდა.

შოთო სიხარულიძე, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლები კარგად იცნობენ სხვადასხვა სოციალური ქსელიდან, სტამბოლში ქალის გარდაცვალების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილია, რომ სიხარულიძე მჭიდრო კონტაქტშია ემიგრანტებთან და მათთან ხშირი კავშირი აქვს. მისივე განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია სტამბოლში მყოფმა სხვა ემიგრანტებმა მიაწოდეს.

"ემიგრანტის მკვლელობის მოტივი არის ურთიერთშელაპარაკება. ქალბატონი მზია ბავშვებს უვლიდა. ამ თურქ ოჯახის უფროსს ქალს არ მოსწონდა თითქოსდა მისი მუშაობა და ეჩხუბებოდა ძალიან ხშირად. თურმე, მკვლელობის დღეს ანუ გუშინ დაცვას ჩხუბის ხმა გაუგია შემდეგ უცებ ჩაწყნარებულა ხმაური, ოჯახის უფროსი თურქი ქალბატონი წასულა სადღაც ოღონდ ბავშვების გარეშე, დაახლოებით 2 საათის შემდეგ დაურეკია დაცვისთვის და უთქვამს რომ ძიძა ანუ მზია მობილურზე არ მპასუხობსო მაინტერესებს ბავშვები როგორ არიანო, დაცვა შესულა და ქართველი ემიგრანტი დასახიჩრებული მრავლობითი ჭრილობებით უპოვნია ძირს დაგდებული ანუ უკვე გარდაცვლილი....

პ.ს. სხვა დეტალები დააპატიმრეს თუ არა თურქი ქალბატონი და რატომ დუმს ჯერჯერობით თურქული მედიასაშუალებები, არ ვიცი. მე შოთო სიხარულიძე 10 წელია ყველა ემიგრანტს ვეხმარები, ვცდილობ ბათუმიდან დავეხმარო ყველა გაჭირვებაში მყოფ ქართველ ემიგრანტს, ისინი ჩემი საშუალებით ერთმანეთს ეხმიანებიან და აგებინებენ მათ ტკივილს ჭირს თუ სიხარულს... მე მეტი რა ვქნა არაფერი შემიძლია და ესეთი შემზარავი რაღაც მოხდა მომწერეს ემიგრანტებმა - შოთო გვიშველეო და არაფერი დამეწერა? ქალბატონი მზიას ოჯახი რა დღეშია, მისი შვილები, ნათესავები, მეგობრები, ახლობლები წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ ადგილას რამხელა დიდი ტკივილია უკეთილშობილესი ქალბატონის სიკვდილი და თან სიკვდილს გააჩნია როგორ მოკლეს..." - წერს სიხარულიძე.

სტამბოლში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, გარდაცვლილის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება მისი გადმოსვენება.

"ტაში, ქალებოოო, ელისაშვილი ცეკვავს!" - რას წერს ბაია პატარაია მას შემდეგ, რაც ელისაშვილმა ბასილაშვილს მადლობა პარლამენტიდან გადაუხადა

"ვიცი ბევრს გაგიხარდებათ ეს კარგი ამბავი..." - რას წერს თინა ხიდაშელი საკუთარ მდგომარეობაზე?

"მკურნალობის თანხა ბავშვის დის მეუღლეს, წარმატებულ და შეძლებულ ჩოგბურთელს დაუფარავს" - ლელა რაზიკაშვილი ბასილაშვილთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს