ავტორი:

"ტაში, ქალებოოო, ელისაშვილი ცეკვავს!" - რას წერს ბაია პატარაია მას შემდეგ, რაც ელისაშვილმა ბასილაშვილს მადლობა პარლამენტიდან გადაუხადა

"ტაში, ქალებოოო, ელისაშვილი ცეკვავს!" - რას წერს ბაია პატარაია მას შემდეგ, რაც ელისაშვილმა ბასილაშვილს მადლობა პარლამენტიდან გადაუხადა

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს:

"ერმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ ლამაზი, მდიდარი და წარმატებული კაცი ვერ იქნება მოძალადე და იქვე დაასკვნა, რომ ლამაზი, მდიდარი და წარმატებული ქალიც ვერ იქნება მსხვერპლი.

ტაში, ქალებოოო, ელისაშვილი ცეკვავს!" - წერს ბაია პატარა.

ცნობისთვის, ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბასილაშვილს ყატარის ღია ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მას ბასილაშვილის მოძალადეობის არ სჯერა.

"ამ ტრიბუნიდანაც მსურს მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, შეიძლება დიდ ქვეყნებში არც არაფერია, ბევრი წარმატება აქვთ ხოლმე იქაურ სპორტსმენებს, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ეს სპორტიც არის, პოლიტიკაც არის, ხელოვნებაც არის და კულტურაც არის ერთბაშად. როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს მსურს, დიდი მადლობა ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და წარმატებისთვის, რომ საქართველოს სახელი, ჩვენი ერის სახელი ასე გაიტანა მთელ მსოფლიოში, მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა,

როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ, რომ დავკორტნოთ ყველამ, განსაკუთრებული ჟინით და შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი.

ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი და ალბათ, ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებულნი ვიყავით.

მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის და წარმატებისთვის" - აღნიშნა ელისაშვილმა.

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

"10 წელი კი გასულა" - რა ფოტოებს აქვეყნებს ელენე ხოშტარია ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით

"ლინჩიო? ეგ იმაზე უარესია, რაც მოხდა... ნუ წავახალისებთ უგუნურებას, გადაწვან სახლები და დახოცონ სხვები" - როგორ ეხმაურებიან მამა-შვილის მიერ 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ამბავს