ირაკლი კობახიძე - საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს

ირაკლი კობახიძე - საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს

ჩვენ უახლოეს დღეებში გვეცოდინება კონკრეტული სახელები და გვარები, ვინ რა თანამდებობაზე დაინიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხები არ არსებობს, რადგან სხვადასხვა თანამდებობაზე სხვადასხვა პირების კანდიდატურები განიხილება.

"კონსულტაციები დაიწყო და ჩვენ უახლოეს დღეებში გვეცოდინება კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ რა თანამდებობაზე წარსდგება. იგივე ეხება ჩემს კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. მე კონკრეტულად ვერ გეტყვით სახელებს და გვარებს ახლა, რადგან მიმდინარეობს კონსულტაციები და საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."