შსს-მ ქართველი მუშების ცემის ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა

შსს-მ ქართველი მუშების ცემის ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ზვარეში მომხდარი ცემის ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მოხდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წუხელ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის "23-ე ბიუროს" წარმომადგენლებმა სცემეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ოთხი მუშა ზესტაფონის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წაიკითხეთ: რა მოხდა ზვარეში - ჩინელების მიერ ნაცემი მუშები ინციდენტის დეტალებზე საუბრობენ

რა მდომარეობაშია ზვარეში ჩინელების მიერ ნაცემი ოთხი მუშა - დაშავებულის კომენტარი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ