აკაკი ზოიძე ადასტურებს, რომ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურაც განიხილება

აკაკი ზოიძე ადასტურებს, რომ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურაც განიხილება

"ქართული ოცნების" წევრი აკაკი ზოიძე ადასტურებს, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურაც განიხილება.

როგროც ზოიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, სხვადასხვა თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა იხილება, საბოლოო გადაწყვეტილება კი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდგომ გახდება ცნობილი.

"გუნდის შიგნით მიმდიარეობს კონსულტაციები და საბოლოო პასუხს მოვისმენთ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ. გიდასტურებთ, რომ ბატონი ირაკლის კობახიძე განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, თუმცა, კონსულტაციები არ დასრულებულა. ვადასტურებ, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთი ჩემი კანდიდატურაცაა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე სამი კანდიდატურა განიხილება. მმართველი პარტია არჩევანს კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, მარიამ ჯაშს და აკაკი ზოიძეს შორის გააკეთებს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, "ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე უხელმძღვაენელებს. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სავარაუდოდ, კვირას გაიმართება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."