გრიგორი კარასინი - რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს არ გამორიცხავს

გრიგორი კარასინი - რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს არ გამორიცხავს

რუსეთი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს, თუმცა ამ საკითხში თბილისსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების გათვალისწინებაა საჭირო. ამის შესახებ რუსულ სააგენტო "რია ნოვოსტი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.

"პრინციპში, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხისადმი მიდგომისას, საჭიროა შესაბამისი პროცესების გათვალისწინება ევროკავშირსა და საქართველოს შორის", - განაცხადა კარასინმა.

როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ, როდესაც ბრიუსელმა და თბილისმა ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები დაიწყეს, თბილისისთვის მომზადდა დეტალური სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაზეც თბილისი რეგულარულად აბარებდა ანგარიშს.

"საუბარია დიდ და შრომატევად სამუშაოზე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიცავდა მჭიდრო სახელმწიფოთაშორისო ურთიერთმოქმედებას საგარეო და სხვა უწყებების ხაზით. უნებლიედ ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია ასეთი სამუშაოს შესრულება რუსეთსა და საქართველოს შორის, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის დღევანდელ ვითარებაში?", - განაცხადა კარასინმა.

მან აღნიშნა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზის აღების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."