ანდრო ბარნოვი - ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა - ჯერ ხმებს აიღებდნენ მიშას სახელით, მერე ეს 20 კაცი "დაალაგებდა" შიგნით

ანდრო ბარნოვი - ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა - ჯერ ხმებს აიღებდნენ მიშას სახელით, მერე ეს 20 კაცი "დაალაგებდა" შიგნით

ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა - ჯერ ხმებს აიღებდნენ მიშას სახელით და მერე ეს 20 კაცი "დაალაგებდა" შიგნით, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე წერს.

ბარნოვი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წერილს ეხმაურება, რომელიც, მისი თქმით, ვრცელ პასუხს იმსახურებს, მაგრამ მოკლედ სათქმელიც არსებობს.

"რანაირად არ იყო მიშა სააკაშვილი პარტიის პრემიერობის კანდიდატი, თუ ამის შესახებ სულ 20-მა კაცმა იცოდა? პოლიტსაბჭო ხომ 60-ზე მეტი ადამიანისაგან შედგება და მხარდამჭერების აზრიც არ აინტერესებდა ამ 20 კაცს? საქმე ისაა, რომ ეს არ არის შემთხვევით გაპარული ლაფსუსი ამ წერილში. სიმართლეა და ადასტურებს იმ მდგომარეობას, რომელიც პარტიაში რეალურად არის. პატარა გაქნილი ჯგუფის მანიპულაციებს ეწირება პარტიაც და ქვეყანაც. ადრე უნდა გვეთქვა, რომ მიშა აღარ იყო ლიდერი, შეცდომააო... შეცდომა კი არა, კაი ვირეშმაკული გათვლაა, ბატონო ჩემო. ეგ რომ გეთქვათ, მერე ხმებს როგორ მიიღებდით? მაგრამ ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა: ჯერ ხმებს აიღებდნენ მიშას სახელით და მერე ეს 20 კაცი "დაალაგებდა" შიგნით. ახლა ამათ ჰგონიათ, რამე მოიგეს. დანარჩენზე მერე ვიტყვი", - წერს ბარნოვი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები