"შვილი დაეღუპათ, მერე ეს გოგო აიყვანეს... საშინელ სექტაშია გაწევრიანებული" - რას ჰყვებიან სასტიკად მოკლული ქალის მეზობლები

"შვილი დაეღუპათ, მერე ეს გოგო აიყვანეს... საშინელ სექტაშია გაწევრიანებული" - რას ჰყვებიან სასტიკად მოკლული ქალის მეზობლები

თბილისში მომხდარ შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული 76 წლის ქალის მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის გოგონა სექტაში იყო გაწევრიანებული და ამის გამო დედასთან მუდმივად კონფლიქტი ჰქონდა. როგორც Ambebi.ge-სთან საუბარში მოკლულის მეზობლები ყვებიან, გოგონა, რომელიც დედის მკვლელობაშია ბრალდებული, აყვანილია.

"საკუთარი შვილი დაეღუპათ, მერე აიყვანეს ეს გოგო. რაღაც საშინელ სექტაშია გაწევრიანებული. ჩემი მეზობლები არიან. მთელი უბანი შოკშია. ორი კვირაა, სად აღარ ეძებდნენ. ლექტორი ქალი იყო. მე ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანი იყო. ეს ბავშვი გადაპარსული თავით დადიოდა, მთელს ტანზე ტატუები ეხატა, რაღაც კოშმარი იყო. ამ სექტაზე ბევრი იწერებოდა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია, სანმა ბავშვები და ოჯახები არ გაუბედურდნენ. ზაფხულში ვიღაც ქალი წერდა, ზუსტად ვიციო გლდანში იკრიბებიანო და რაღაც საშინელ რიტუალებს ატარებენო",- ამბობს გარაცვლილის მეზობელი.

იხილეთ ვიდეო: რას ჰყვებიან მეზობლები 70 წლის ქალის საზარელ მკვლელობაზე, რომელიც გარდაცვლილის შვილსა და მის შეყვარებულს ბრალდებათ

შინაგან საქმეთა სამისნისტრომ 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით 5 პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთი - 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე - გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი მათი მეგობრები.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ კი დანა ჩაარტყეს, მოკლეს და დაანაწევრეს, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

დაკავებულთაგან სამს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა ბრალდება, 2 პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.

წაიკითხეთ: 70 წლის ქალის რიტუალური მკვლელობის შემზარავი დეტალები - ელექტროშოკით გაგუდეს, გვამი დანით დაანაწევრეს და ნაგავსაყრელზე დაწვეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ