რა ვიცით ირაკლი კობახიძის შესახებ - პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის ბიოგრაფია

რა ვიცით ირაკლი კობახიძის შესახებ - პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის ბიოგრაფია

"ქართულმა ოცნებამ" უკვე საბოლოოდ დაადასტურა, რომ ახალი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 6 ნოემბერს გაიმართა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილებები საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ.

პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

38 წლის კობახიძეს, წინამორბედ დავით უსუფაშვილისგან განსხვავებით არც ისე ხანგრძლივი პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება აქვს. 2015 წლის იანვრიდან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი გახლდათ. იქამდე კი არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწეობის გამოცდილება აქვს.

"ქართული ოცნების" ოფიციალურ საიტზე, ირაკლი კობახიძის შესახებ შემდეგი ბიოგრაფიული ცნობები მოიპოვება - განათლებით იურისტი კობახიძე 1978 წლის 25 სექტემბერსაა დაბადებული. იგი წარსულში ცნობილი პოლიტიკოსის, გია კობახიძის შვილია, რომელიც 1995-1999 წლებში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი, გია კობახიძე პოლიტიკიდან სწორედ შვილის გამო წავიდა. მან გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი შვილი, ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" პარტიაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე წარადგინეს.

უმცროს კობახიძეს ჰყავს მეუღლე - ნატალია მოწონელიძე და ორი ვაჟი. პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ასევე დაგაინტერესებთ: ირაკლი კობახიძის ულამაზესი ცოლ-შვილი - გაიცანით პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის ოჯახი

რაც შეეხება მის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას, ის საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება:

განათლება:

2002-2006 დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია) სამართლის დოქტორი (Dr. iur.)

2002-2005 დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია) სამართლის მაგისტრი (LL.M.) - უმაღლესი შეფასებით

1995-2000 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიპლომი იურისტის კვალიფიკაციით

სამუშაო გამოცდილება - აკადემიური დაწესებულებები

08.2014 - დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

09.2011 - 08.2014 კავკასიის უნივერსიტეტი/კავკასიის სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი

09.2011 - 06.2013 საქართველოს უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი

02.2009 - 02.2010 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

03.2007 - 01.2008 თ. წერეთლის სახელმწიფოს და სამართლის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

09.2005 - 02.2012 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

სამუშაო გამოცდილება - საერთაშორისო ორგანიზაციები

01.2013 - 07.2014 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტის მენეჯერი

11.2011 - 11.2012 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ექსპერტი რეგიონული განვითარების საკითხებში

10.2011 - 03.2012 ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში

01.2011 - 12.2012 ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი

01.2009 - 10.2011 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მენეჯერი

06.2006 - 12.2008 გაეროს განვითარების პროგრამა /სსიპ - ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი, ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში

06.2000 - 10.2001 USAID/Overseas Strategic Consulting Ltd, საზოგადოებრივი განათლების პროექტის კოორდინატორი შიდა ქართლის რეგიონში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."