კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძეს ია მაქაცარია შეცვლის?

 კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძეს ია მაქაცარია შეცვლის?

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის ია მაქაცარიას კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე კომენტარს აკეთებს.

გიორგაძის თქმით, მაქაცარია ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და გუნდური მოთამაშეა. როგორც მინისტრმა ჟურნლისტებს განუცხადა, მაქაცარიასთან ძალიან კარგად თანამშრომლობს, როგორც მერიის წარმომადგენელთან.

მისივე თქმით, ია მაქაცარია აქტიურად იყო ჩართული მერიისა და კულტურის სამინიტროს ერთობლივ ღონისძიებებში. კითხვაზე, შეცვლის თუ არა გიორგაძეს ია მაქაცარია, მინისტრმა უპასუხა, რომ მთავრობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას პრემიერი გააკეთებს.

"განცხადებას პრემიერი გააკეთებს. მე ვერც ვერაფერს უარვყოფ და ვერც დავადასტურებ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."