მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობიდან გადადგა - რას აპირებს ექს-პრეზიდენტი?

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობიდან გადადგა - რას აპირებს ექს-პრეზიდენტი?

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გადადგა. ამის შესახებ სააკაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება. მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც მიდის წინ, რამდენიც შეუძლია და შემდეგ განაგრძობს გზას, რამდენიც საჭიროა. ვივლი იმდენს, რამდენიც საჭიროა სრული გამარჯვებისთვის, იმისთვის, რომ უკრაინა სრულად გავათავისუფლო კორუფციული სიბინძურისგან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, კორუმპირებულმა ძალამ უკრაინული რევოლუციის იდეას უღალატა და მისი ერთადერთი მოტივაცია - გამდიდრება, საკუთარი კლანის გაძლიერება და უკრაინის საბოლოო გაძარცვაა.

"ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით და აუცილებლად დავასრულებთ ამ ბრძოლას უკრაინის სრულ გამარჯვებამდე", - განაცხადა სააკაშვილმა.

მანამდე, მან კრიტიკული განცხადება გააკეთა ოდესის პოლიციის უფროსის, გია ლორთქიფანიძის გადადგომასთან დაკავშირებით, რომელსაც, მისი თქმით, ჯერ უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შეუზღუდეს, შემდეგ კი დევნა დაუწყეს.

იხილეთ ვიდეო

Georgia’s ex-President Mikheil Saakashvili resigns as Odessa Governor

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."