ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირს 4000 ლარიანი გირაო შეეფარდა, საპატიმრო უზრუნველყოფით

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირს 4000 ლარიანი გირაო შეეფარდა, საპატიმრო უზრუნველყოფით

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით 4000 ლარიანი გირაო შეეფარდა, საპატიმრო უზრუნველყოფით.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინა სასამართლო სხდომის კოლეგიამ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ ოთარ ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა, ხოლო გიორგი მ.-ს გირაო 4000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით, რომლის გადახდის ვადად განესაზღვრა 45 დღე.

წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი მ.-ს ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და გადაზიდვა, ხოლო ბრალდებულ ოთარ ს.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და გადაზიდვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, მასვე ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და გადაზიდვა.

სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ოთარ ს. არის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისათვის, ამასთან, მას ბრალად ედება განზრახი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ.

სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე ბრალდებულის კონტაქტები ქვეყნის გარეთ და შესაბამისად მიიჩნია, რომ არსებობს მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე. რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი მ.-ს, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება რომ ბრალდებული არაა წარსულში ნასამართლევი და არც ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ