დონალდ ტრამპი "ბრწყინვალების ორდენის" მფლობელია - აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დეტალები

დონალდ ტრამპი "ბრწყინვალების ორდენის" მფლობელია - აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დეტალები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს ამერიკელი მილიარდერი და დღეს უკვე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

2012 წელს ბიზნეს-მაგნატი და ინვესტორი ტრამპი საქართველოში, "ტრამპ თაუერის" მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ტრამპმა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ბათუმში ''ტრამპ თაუერის'' მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ღონისძიების შემდეგ სააკაშვილმა და ტრამპმა სტუმრებთან ერთად რესტორან "ყირამალა" მოილხინეს.

ნახეთ ვიდეო| ტრამპისა და სააკაშვილის ვოიაჟი ბათუმში - საარქივო კადრები კომენტარის გარეშე

ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპს მხარდაჭერას ფეისბუქიდან უცხადებს

ამერიკელ მილიარდერთან შესახვედრად თბილისიდან ბათუმში მომღერლები ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე და სოფო ნიჟარაძე, ასევე მოდელები: ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნანუკა გოგიჩაიშვილი წაიყვანეს. ქრისტინე იმედაძე და ნინი ბადურაშვილი ბათუმში პრეზიდენტთან ერთად გაფრინდნენ, ხოლო დანარჩენებმა ტრამპთან ერთად იმგზავრეს.

რაც შეეხება დაჯილდოების ცერემონიას, იგი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ორდენით უცხოელებს იშვიათად აჯილდოვებს. მისი თქმით, ტრამპისთვის ბრწყინვალების ორდენის გადაცემა დიდი პატივია, რადგან იგი არასდროს უშინდებოდა დაბრკოლებებს და რისკზე მიდიოდა.

"დონალდ ტრამპის ჩამოსვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ანალიტიკური ცენტრის ან პოლიტოლოგის გამოკვლევა, რომ საქართველო ადგას წარმატების გზას. 80-მილიონიანი თურქეთი გარდა, კონტინენტურ ევროპაში საქართველო ერთერთია, სადაც ტრამპი თავის პარტნიორებთან ერთად ავითარებს თავის კომერციულ, საცხოვრებელ და სასტუმრო ცენტრს. ტრამპი მსოფლიო მასშტაბით წარმატებისა და ბრწყინვალების მართლაც განსაკუთრებული ნიმუშია. ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია ამ ორდენის თქვენთვის გადმოცემა ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."