"საქართველო და უკრაინა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას თებერვალ-მარტამდე ვერ მიიღებენ"

"საქართველო და უკრაინა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას თებერვალ-მარტამდე ვერ მიიღებენ"

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის აზრით, საქართველო და უკრაინა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას თებერვალ-მარტამდე ვერ მიიღებენ. ამის შესახებ ჟურნალისტი Twitter-ში საკუთარ, მიკრობლოგზე წერს.

„უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმზე საუბარი მომავალ კვირას გაგრძელდება. არ ვფიქრობ, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას თებერვალ-მარტამდე ვიხილავთ“, - აღნიშნავს იოზვიაკი.

მისივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტი ბრიუსელში 2017 წლის ნოემბერში გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."