დავით ნარმანია - არ გვაქვს 25 მილიონი ლარი, რომ გადავუხადოთ "სითი პარკს" და გამოვისყიდოთ მისგან კონტრაქტი

დავით ნარმანია - არ გვაქვს 25 მილიონი ლარი, რომ გადავუხადოთ "სითი პარკს" და გამოვისყიდოთ მისგან კონტრაქტი

სამწუხაროდ, "სითი პარკის" ინვესტიცია არის მხოლოდ და მხოლოდ საღებავი, რომლითაც ისინი ქუჩებს ხაზავენ და 5 თუ 6 ევაკუატორი, რომლითაც ავტომობილები საჯარიმო სადგომზე გადაჰყავთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა "სითი პარკთან" გაფორმებულ კონტრაქტზე.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს შესაძლოა საუბარი იყოს საკრებულოს დეპუტატებთან "სითი პარკთან" დაკავშირებით. ნარმანიამ წინა ხელისუფლება კომპანია "სითი პარკთან" "კაბალური ხელშეკრულების გაფორმების გამო" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

"მნიშვნელოვანია, რომ უსაფუძვლო განცხადებები იყოს გამყარებული ციფრებით და არგუმენტებით, როდესაც ბიუჯეტი არ გვაძლევს საშუალებას, რომ 25 მილიონი ლარი გადავუხადოთ "სითი პარკს", გამოვისყიდოთ მისგან კონტრაქტი ერთი მხრივ და მეორე მხრივ, როდესაც არ არის შესაბამისი ბერკეტები, უმჯობესია პასუხი მოვთხოვოთ იმ ხალხს, რომლებმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება დადეს. ასე, რომ საკრებულოს ამ წევრების ადგილას მივუბრუნდებოდი იმ ადამიანებს და პასუხს მოვთხოვდი. როდესაც საკრებულოში მივალთ, მოვუწოდებ მათ, მიუბრუნდნენ თავიანთ კოლეგებს, რომლებმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება დადეს თავის დროზე "სითი პარკთან". დარწმუნებული ვარ, ერთად მოვთხოვთ მათ პასუხს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."