"ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილს შელაპარაკება გოგონას გამო მოუვიდა" - 21 წლის ბიჭი მოკლეს და ცხედარი მდინარეში გადააგდეს

"ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილს შელაპარაკება გოგონას გამო მოუვიდა" - 21 წლის ბიჭი მოკლეს და ცხედარი მდინარეში გადააგდეს

10 ნოემბერს, რუსთავში, მდინარე მტკვარის ჩამკეტ დამბებთან, მეთევზეებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი რუსთავის მკვიდრი, 21 წლის გიორგი ძაბახიძე აღმოჩნდა, რომელიც, როგორც გაირკვა, ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი მტკვარში გადააგდეს. დაღუპულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, გიორგი ძაბახიძესთან ბოლო კონტაქტი გვიან ღამემდე ჰქონდათ. ახლობლების თქმით, 21 წლის ბიჭი ჯერ სასტიკად სცემეს, მოკლეს და კვალის დასაფარად მდინარეში გადააგდეს. ვარაუდობენ, რომ ბიჭს შელაპარაკება გოგონას გამო მოუვიდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.

სიუჟეტში, რომელიც „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა, გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი ამბობს, რომ ის გვიან ღამით გოგონასთან ერთად ეზოში ნახა და რომ გიორგიმ მას ფოტოების გადაღება სთხოვა.

ახლობლების თქმით, ცხედარი იმდენად დაზიანებულია, რომ შესაძლოა მკვლელობა რამდენიმე პირმა ჩაიდინა. მომხდართან დაკავშრებით დაღუპულის მეგობრები გუშინ გვიან ღამემდე იკითხებოდნენ. განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ