არსებული ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში 10 ქართველი ქალი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში 10 ქართველი ქალი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების დაკავება ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის ფაქტზე მოხდა. ამავე ინფორმაციით, დაკავებულია 10 ქართველი ახალგაზრდა ქალი.

შსს-ში ადასტურებენ, რომ ქუთაისის აეროპორტში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში კონკრეტული პირების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუმარტეს, დამატებით ინფორმაციას აეროპორტში მიმდინარე ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით გაავრცელებენ.

ასევე წაიკითხეთ: ქუთაისის აეროპორტში დაკავებულ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ