ქუთაისის აეროპორტში დაკავებულ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტია

ქუთაისის აეროპორტში დაკავებულ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტია

საზოგადოებრივი ინიციატივა "თეთრი ხმაურის მოძრაობა" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში დაკავებულ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი მათი მოძრაობის წევრი გოგონა და მისი თანმხლები კიდევ რამდენიმე გოგონა არიან:

"დღეს, რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ პოლიციამ დააკავა ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი - ქეთა გაბუნია და მისი თანხმლები პირები (ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები). პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ქონდათ ოპერატიული ინფორმაცია რის საფუძველზეც უნდა განეხორციელებინათ ჩხრეკა. მას შემდეგ რაც ჩხრეკამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო, გადაიყვანეს ქუთაისში ტომოგრაფიის გადასაღებად. ამ მომენტისთვის აღარ გვაქვს შესაძლებლობა დაკავებულებთან ვაწარმოოთ კომუნიკაცია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას.

ქეთამ შეძლო ეს ესაა დაკავშირება ჩვენთან და გვითხრა რომ მიმდინარეობს დაკავებულების ტომოგრაფიული შემოწმების პროცედურა" - ვკითხულობთ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ფეისბუქის გვერდზე.

თავად დაკავებული ქეთა გაბუნია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს: "მეგობრებო, მშვიდობაა. ვარ ქუთაისში ტომოგრაფიაზე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაგვაჩერეს, გაგვჩხრიკეს და ვერაფერი რომ ვერ ნახეს, ტომოგრაფიას გვიღებენ. ჩაგვიშვა ვიღაცამ, ვინც ახლაც ბერლინშია" - წერს გაბუნია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში 10 ქართველი ახალგაზრდა დააკავეს. შსს-ში დაადასტურეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქუთაისის აეროპორში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიება ჩატარდა, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში კონკრეტული პირების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუმარტეს, დამატებით ინფორმაციას აეროპორტში მიმდინარე ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით გაავრცელებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ