შსს-ს ახალი ინფორმაცია ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

შსს-ს ახალი ინფორმაცია ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისის აეროპორტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს აკეთებს.

როგორც შსს-ში განმარტავენ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების თანახმად, განხორციელდა რამდენიმე პირის ჩხრეკა. ჩხრეკის პროცედურა დასრულებულია და არც ერთი პირი დაკავებული არ არის.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 260-ე მუხლის I ნაწილით და 262-ე მუხლის I ნაწილით. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების თანახმად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა რამდენიმე პირის ჩხრეკა. ჩხრეკის პროცედურა დასრულებულია. დაკავებული არც ერთი პირი არ არის", - აცხადებენ შსს-ში.

ასევე ნახეთ: ქუთაისის აეროპორტში დაკავებული ქეთა გაბუნიას კომენტარი - "ყველაფერ ამას ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ