ალექსანდრე ჯეჯელავა - რამდენიმე ახალგაზრდამ აღნიშნა, რომ უკეთესი სამსახურის შოვნამდე უნდათ სკოლაში იმუშაონ, ეს არ შეიძლება, მასწავლებელი ჩამოტარებით არ არის

ალექსანდრე ჯეჯელავა - რამდენიმე ახალგაზრდამ აღნიშნა, რომ უკეთესი სამსახურის შოვნამდე უნდათ სკოლაში იმუშაონ, ეს არ შეიძლება, მასწავლებელი ჩამოტარებით არ არის

რამდენიმე ახალგაზრდამ აღნიშნა, რომ უკეთესი სამსახურის შოვნამდე უნდათ სკოლაში იმუშაონ, ეს არ შეიძლება, მასწავლებელი ჩამოტარებით არ არის, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ახალი კადრების სკოლაში შეყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.

" და ვინც დარწმუნებულია, რომ პედაგოგობა უნდა. როდესაც სამინისტროში მოვედი, მითხრეს, რომ არის უამრავი ახალგაზრდა პედაგოგი, რომლებიც სკოლაში ვერ შედიან. შევხვდი და რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ უკეთესი სამსახურის შოვნამდე უნდათ სკოლაში იმუშაონ. ეს არ შეიძლება. მასწავლებელი ჩამოტარებით არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ისეთი სისტემა გავაკეთოთ, დარწმუნებული ვიყოთ, რომ სკოლაში ვინც შედის, შედის კაპიტალურად. ვაპირებ ახალგაზრდა მასწავლებელს ჰქონდეს საშუალება, სხვა მასწავლებელთან ერთად საგაკვეთილო პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი სურვილია ავამოქმედოთ მენტორობის სისტემა, რაც ადრეც იყო, რომ ახალგაზრდა მასწავლებელს საშუალება ჰქონდეს გამოცდილება დააგროვოს სერტიფიკაციამდე და ამის შემდეგ თუ თავისი მენტორის რეკომენდაცია იქნება, ჩააბარებს გამოცდებს და დააგროვებს კრედიტებსაც. მერე მიეცეს საშუალება, რომ სკოლაში შევიდეს", - განაცხადა ჯეჯელავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."