გიორგი ვაშაძე - დავით ბაქრაძე კიდევ ერთი კატასტროფა იქნება "ნაციონალური მოძრაობის" მომავლისთვის

გიორგი ვაშაძე - დავით ბაქრაძე კიდევ ერთი კატასტროფა იქნება "ნაციონალური მოძრაობის" მომავლისთვის

დავით ბაქრაძე კიდევ ერთი კატასტროფა იქნება "ნაციონალური მოძრაობის" მომავლისთვის, რადგან ისიც არაფრის გამკეთებელი ადამიანია, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ჩართვისას, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურის მხარდაჭერის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დავით ბაქრაძე "ნაციონალური მოძრაობის" დროს პარლამენტის თავმჯდომარე იყო 4 წლის განმავლობაში და თუ ვინმეს უნდა შეეკავებინა მძლავრი ძალაუფლება, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო კონცენტრირებული, ეს იყო პარლამენტი. "მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ფუნქცია ვერ შეასრულა ქვეყანაში, მივედით იმ დამარცხებამდე, რაც 2012 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" იწვნია", - აღნიშნა ვაშაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."