სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ბაქრაძე "ტვიტერზე" მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გადაღებულ "სელფს" აქვეყნებს.
"დიდი მადლობა გიორგი კვირიკაშვილს და კოლეგებს გასული წლების განმავლობაში ერთობლივი, წარმატებული ძალისხმევისთვის საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დასაახლოვებლად! მოუთმენლად ველოდები საქმიანობის დაწყებას ვაშინგტონში", - წერს დავით ბაქრაძე "ტვიტერზე".
დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩად მუშაობას დეკებრიდან შეუდგება. მთავრობის მოქმედმა შემადგენლობამ დღეს ბოლო სხდომა გამართა.