"ოცნება" და "ნაციონალები" შუაში "პატრიოტებით" - ფოტოები ახალი პარლამენტიდან

"ოცნება" და "ნაციონალები" შუაში "პატრიოტებით" - ფოტოები ახალი პარლამენტიდან

მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ცნობილია. დროებითი სამანდატო კომისიის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი პარლამენტმა 146 ხმით მიიღო.

პარლამენტმა 150-ვე ახალარჩეული წევრის უფლებამოსილება ცნო. კენჭისყრამდე მათი გვარები დროებითი სამანდატო კომისიის ხელმძვანელმა გიორგი კახიანმა წაიკითხა.

მათ შორის ცნობილია, გიორგი კვირიკაშვილისა და სანდრა რულოვსის სადეპუტატო უფლებამოსილებაც. ამის შემდეგ ახალარჩეულმა დეპუტატებმა ფიცი დადეს.

მე-9 მოწვევის პარლამენტი შემდეგი კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი: - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შემადგენლობაშია 115 დეპუტატი. 27 დეპუტატით არის წარმოდგენილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". პარლამენტში 6 დეპუტატისგან შედგება "პატრიოტთა ალიანსის" გაერთიანება. "თოფაძე - მრეწველები" წარმოდგენილია ერთი მაჟორიტარი დეპუტატით და კიდევ ერთი, საინიციატივო ჯგუფის სახელით არჩეულია სალომე ზურაბიშვილი.

პარლამენტში პირველად შესული "პატრიოტთა ალიანსის" წევრები საკანონმდებლო ორგანოში "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის აღმოჩნდნენ დაათვალიერეთ ფოტოები მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან

ფოტო: ირაკლი გედენიძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."