პარლამენტში 17 და 15-კაციანი კომიტეტების ფორმირება მოხდება

პარლამენტში 17 და 15-კაციანი კომიტეტების ფორმირება მოხდება

პარლამენტმა დადგენილებით საპარლამენტო კომიტეტებში ფრაქციათა კვოტები დაამტკიცა. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, პარლამენტის კომიტეტების ნაწილი - 17-დეპუტატის შემადგენლობით, ნაწილი კი, პარლამენტის 15 წევრის შემადგენლობით განისაზღვრა.

17-წევრიან კომიტეტებში ფრაქცია "ქართული ოცნება" 10 წევრით იქნება წარმოდგენილი, "ქართული ოცნება - მრეწველები" - ერთი წევრით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" - სამი წევრით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის" - ერთი წევრით, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" - ერთი წევრით. ერთი ადგილი განსაზღვრულია დეპუტატისთვის, რომელიც არც ერთ ფრაქციაში არ არის გაერთიანებული.

რაც შეეხება 15-წევრიან კომიტეტებში განსაზღვრულ კვოტებს, აქ შემდეგი გადაწყვეტილებაა მიღებული: - ფრაქცია "ქართული ოცნება" - 9 წევრი, "ქართული ოცნება - მრეწველები" - ერთი წევრი, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" - ორი წევრი, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის" - ერთი წევრი, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" - ერთი წევრი. აქაც ერთი ადგილი განსაზღვრულია დეპუტატისთვის, რომელიც არც ერთ ფრაქციაში არ არის გაერთიანებული.

აღნიშვილი კვოტების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციები კომიტეტების შემადგენლობას დააკომპლექტებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."