ალბათ მთავრობაში დავბრუნდები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ახალ მთავრობას მომავალ კვირაში დაამტკიცებენ. "რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას და ყველაფერი ცნობილი იქნება თქვენთვის და საზოგადოებისთვის. იმ კვირაში იქნება მთავრობის დამტკიცება", - აღნიშნა კახა კალაძემ.