გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები - დაკავებულია სამი პირი

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები - დაკავებულია სამი პირი

ბერი გაბრიელ სალოსის #39-ში სპეცოპერაცია დასრულებულია. დაკავებულია სამი ადამიანი.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაკავებულები შენობიდან ამ წუთებში გამოჰყავთ. თუმცა, მათი ვინაობისა და დაკავების მოტივის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის #39-ში მდებარე კორპუსის მესამე სართულის ერთ-ერთ ბინაში ჩატარდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, აღნიშნული ბინა გაქირავებულია და იქ ცხოვრობს რამდენიმე არაქართველი ეროვნების პირი, თუმცა, რას უკავშირდება აღნიშნული დაკავება, მეზობლები კომენტარს ვერ აკეთებენ.

იხილეთ: კადრები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს (ფოტო+ვიდეო)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ