გაგრძელდება თუ არა საყოველთო ჯანდაცვის პროგრამა - სერგეენკოს კომენტარი

გაგრძელდება თუ არა საყოველთო ჯანდაცვის პროგრამა - სერგეენკოს კომენტარი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაგრძელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს დასმულ კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა განუცხადა.

”საყოველთო ჯანდაცვის პროგრამა გაგრძელდება. ცვლილებები იქნება და ეს ცვლილებები მიმართული იქნება იმისკენ, რომ არსებული რესურსები კიდევ უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული და მათთვის, ვისაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდება მიწვდომადობა, იგივე მედიკამენტების, ხარისხიანი ჯანდაცვის კუთხით, ეს მიწვდომადობა გაეზარდოთ. ცვლილებები იქნება რამდენიმე მიმართულებით, თუმცა ყველა მათგანის ამოცანა იქნება, რომ უფრო მეტი შედეგი მიიღოს მოსახლეობამ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."