თამაშში დაკარგული ფული - რატომ არ შედის ონლაინკაზინოს შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში

თამაშში დაკარგული ფული - რატომ არ შედის ონლაინკაზინოს შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში

არასამთავრობოების კვლევებით, ონლაინკაზინოებში საქართველოს 400 000 მოქალაქე თამაშობს, ანუ ყოველი მეოთხე ადამიანი! მხოლოდ 2014 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნე­სის შემოსავალმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ანუ ეს 2 მილიარდი ჩვენ­მა თანამოქალაქეებმა წააგეს!

სამწუხაროდ, საკანონმდებლო დონეზე ამ პრობლემის მოგვარება ვერ, ან არ ხერხდება. პრემიერ-მინიტრის 2015 წლის დეკემბერში მიცემული დაპირებიდან, რომელიც ონლაინკაზინოებზე მკაცრი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებდა, ერთი წელი გადის, თუმცა არც მთავრობას და არც საკანონმდებლო ორგანოს, ამ ერთი წლის მანძილზე პრობლემის გადაჭრისთვის არაფერი გაუკეთებია.

წაიკითხეთ: ვინ ლობირებს ხალხის ღლეტის ბიზნესს?!

ჯერ კიდევ პრემ­იერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: "ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი (ონლაინკაზინოები), თუ არ იქნა ძალიან­ მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის­ ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება­ ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივი­ღოთ. მაგრამ ამ ეტაპზე­ შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს­ და ვეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც ბუნებრივია, მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს და ნამდვილად არის ეს პრობლემა ჩვენი საზოგადოების, თავიდან იქნას აცილებული", - აცხადებდა კვირიკაშვილი.

ერთი საინტერესო დეტალი მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ ონლაინკაზინოებზე შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი რაიმე შემოსავალს დაკარგავს­ - პირს ჩვეულებრივი სამორინეს მოსაწყობად საჭირო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, ონლაინკაზინოს გახნის უფლებაც ენიჭება. შესაბამისად, მისი ამუშავების შემთხვევაში, დამატებით აღარაფერს იხდის, ანუ ონლაინკაზინოს შემოსავალი, ფაქტობრივად, არ იბეგრება, ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დაკარგულია.

წაიკითხეთ: ლეგალიზებული ეროვნული უბედურება! - ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს?!

ამავეს ამტკიცებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი. ზურაბ კუკულაძის თქმით, ჩვეულებრივი კაზინოებისგან განსხვავებით, ინტენრეტკაზინოებს სახელწმიფოსთვის არანაირი მოგება არ მოაქვს.

"ინტერნეტსივრცეში აზარტული თამაშების მოწყობის უფლება აქვს მხოლოდ ისეთ პირებს, რომლებიც რეალურ სივრცეში ფლობენ მსგავს ლიცენზიებს. ანუ, თუ სუბიექტს სურს ფლობდეს ონლაინკაზინოს, მას უკვე უნდა ჰქონდეს რეალური კაზინოს ლიცენზია. ან თუ ინტერნეტში ტოტალიზატორის შექმნა უნდა, მაშინ რეალურად უნდა ჰქონდეს ტოტალიზატორის ლიცენზია და ა.შ.

- ამ ლიცენზიის მოპოვება მარტივია?

- მარტივია, მაგრამ დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან. მაგალითად კაზინოს 5-წლიანი ლიცენზია 5 მილიონი ლარი ღირს, თუმცა საქართველოს გარკვეულ ტერიტორიებზე არსებობს შეღავათები. მაგალითად, თუ კაზინოს გახსნიან აჭარაში, სიღნაღში ან წყალტუბოში, 5 მილიონი ლარის ნაცვლად შედარებით ნაკლებ თანხას იხდიან.

- ონლაინკაზინოების მოსაწყობად თუ არის დაწესებული რაიმე გადასახადი ან ამ საქმიანობიდან მიღებული ყოველწლიური მოგებიდან სუბიექტს თუ შეაქვს ბიუჯეტში რაიმე თანხა?

- ეკონომიკური სუბიექტები, ვინც რეალური კაზინოების ლიცენზიას ფლობენ, თავისუფლდებიან ონლაინკაზინოების მოწყობის გადასახადისგან. დამატებითი მოსაკრებელის გადახდა არ არის საჭირო გამომდინარე იქიდან, რომ რეალური კაზინოს მოწყობის დროს სუბიექტმა უკვე გადაიხადა გარკვეული თანხა და ბიუჯეტში დამატებითი თანხა აღარ შეაქვს.

ჩემი აზრით, ამ სისტემის მთავარი ნაკლოვანება სწორედ ის არის, რომ რეალურ კაზინოსთან შედარებით, ონლაინკაზინო გაცილებით მასშტაბური საქმიანობაა და შესაბამისად, მინიმუმ ამ მიმარულებითაც ისევე უნდა იბეგრებოდეს ეს ორგანიზაციები, როგორც რეალური კაზინოს შემთხვევაში.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: "ელიოზებად" ქცეული კაზინოს ტყვეები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი