შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარადგენენ

შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარადგენენ

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს 22 ნოემბრიდან, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, თუ ვინ შეცვლის ვახტანგ კაპანაძეს და გადაწყდა, რომ 22 ნოემბრის შემდეგ უშიშროების საბჭოს ვლადიმერ ჩაჩიბაიას კანდიდატურა წარედგინება. მისივე თქმით, ვახტანგ კაპანაძემ ყველა ის მიზანი, რაც დასახული იყო, წარმატებით შეასრულა.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ინფორმაციით, ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარდგენა ხვალ იგეგმება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."