ვინ იქნება ახალ მთავრობაში - გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა

ვინ იქნება ახალ მთავრობაში - გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

VIDEO| თუ LIVE-ში ვერ ნახეთ: როგორ დააკომპლექტა კვირიკაშვილმა მინისტთა ახალი კაბინეტი

მინისტრთა კაბინეტში ძირითადი ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს ეხება. უფრო კონკრეტულად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიაა წარდგენილი, რომელსაც, შესაბამისად დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი კი, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს ჩაიბარებს და ნოდარ ხადურს შეცვლის. ქუმსიშვილი ასევე შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნება უწყების ყოფილი ხელმძღვანელი კახა კალაძე, რომელსაც ამ ეტაპზე პარლამენტის ახალარჩეული დეპუტატის სტატუსი აქვს. კალაძე ასევე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

ასევე, ცვლილება შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სადაც უწყების ამჟამინდელ ხელმძღვანელ ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს. ალავიძე ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი ახალი სახე იქნება "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს ჩაანაცვლებს. უქმდება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ მიმართულებას საგარეო საქმეთა მინისტრი შეითავსებს.

მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები თანამდებობებს ინარჩუნებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."