მინისტრები, რომლებიც ახალ მთავრობაში აღარ იქნებიან

მინისტრები, რომლებიც ახალ მთავრობაში აღარ იქნებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

ძირითადი ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს ეხება. ახალ შემადგენლობაში ვეღარ ვიხილავთ ხუთ ყოფილ მინისტრს, დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია.

VIDEO| თუ LIVE-ში ვერ ნახეთ: როგორ დააკომპლექტა კვირიკაშვილმა მინისტთა ახალი კაბინეტი

მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში აღარ არიან: ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური, ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იქნება, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი კი ენერგეტიკის ახალი მინისტრის, კახა კალაძის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, აღნიშნული აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა და მას მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.

ნახეთ ვიდეო| რა სიტყვებით დაემშვიდობა კვირიკაშვილი მინისტრებს, რომელთაც ახალ მთავრობაში ვეღარ ვნახავთ

რა თანამდებობებს დაიკავებენ ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი და გელა დუმბაძე, ამ დროისთვის უცნობია.

"ის ადამიანები, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში არ არიან წარმოდგენილნი, მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი შემადგენლობის წარდგენისას.

წაიკითხეთ: ვინ იქნება ახალ მთავრობაში - გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა ცნობილია

LIVE - ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - მზადება არჩევნებისთვის; ხელისუფლების პოზიცია

LIVE - "საღამოს ნიუსრუმი" დღის მნიშვნელოვანი ამბებით