ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა ცნობილია

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა ცნობილია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა ცნობილია. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაცით, პარტიის დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პოლიტიკური კანდიდატების ნაწილზე შეთანხმდნენ.

ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარების სია ასე გამოიყურება:

ნიკა მელია - თბილისი (გლდანი)

ლევან ხაბეიშვილი - თბილისი (სამგორი)

დავით კირკიტაძე - რუსთავი

გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისი

აზერ სულეიმანოვი - მარნეული

ხატია დეკანოიძე - თერჯოლა-ტყიბული-ზესტაფონი-ბაღდათი

ლევან ბეჟაშვილი - გურაჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო

გიორგი ბოტკოველი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი

ბადრი ბასიშვილი - გორი-კასპი

ვაჟა ჩიტიშვილი - ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი

მელიქ რაისიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდა

დევი ჭანკოტაძე - სამტრედია- წყალტუბო

ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

"ვრცელდება ჭორები, რომ მთავრობა ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას აპირებს..." - პრემიერი ლარსის საბაჟოსა და სვანეთში არსებულ ვითარებაზე

LIVE: "პალიტრანიუსის" სპეციალური გამოშვება - გიორგი შაქარაშვილის საქმე

ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხეს