გოგონების წინადაცვეთა კანონით დასჯადი გახდება - "ჩვენ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში"

გოგონების წინადაცვეთა კანონით დასჯადი გახდება - "ჩვენ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში"

გოგონების წინადაცვეთა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება, - შესაბამისი ცვლილება საქართველოს კანონმდებლობაში იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და უწყება იმედოვნებს, რომ ახალი პარლამენტი მას მხარს დაუჭერს.

"ბოლო ოთხი წლის მანძილზე ძალიან ბევრი ნაბიჯი, მათ შორის, საკანონმდებლო გადაიდგა ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხში ასაყვანად. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით. იმედი მაქვს, რატიფიცირება ახალი პარლამენტის ფარგლებში მოხდება, სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავამატეთ ახალი მუხლი, რომელიც ეხება ქალის გენიტალიების დამახინჯებას. თუკი ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს, იქნება ცალკე მუხლი, რომ გოგონების ე.წ. წინადაცვეთა გახდეს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი. ჩვენ სამწუხაროდ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში. არის სხვადასხვა ქვეყანა მსოფლიოში, მათ შორის, აფრიკის კონტინენტზე, სადაც გოგონები ასე სახიჩრდებიან და ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ის რამდენიმე მაგალითი, რაც ორ თუ სამ სოფელში არსებობს, სასწრაფოდ აღმოიფხვრას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, თეა წულუკიანმა.

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, კახეთში ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ