ზურაბ ალავიძე - ოთხი წლის განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვახორციელებთ

ზურაბ ალავიძე - ოთხი წლის განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვახორციელებთ

შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.

"ჩვენი ძირითადი მიმართულება არის მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის კომპონენტი. ვგეგმავთ უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ეს არის დაახლოებით 800 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალები, ხიდები, ესტაკადები, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების მართვა და მრავალი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებდა და გავაგრძელებთ", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

რაც შეეხება შესაძლო საკადრო ცვლილებების სამინისტროში, ალავიძის თქმით, ამის შესახებ საკომიტეტო მოსმენების შემდეგ განაცხადებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."