რუსეთის შსს-ს ოფიციალური წარმომადგენლის, ირინა ვოლკის ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დეპორტაცია იგეგმება, რომელიც სააგენტო "რია ნოვოსტის" წყაროს ინფორმაციით, მირონ გორგიძეა, მეტსახელად მირიკო "ქუთაისკი".
ირინა ვოლკის ცნობით, ნოემბერში ამოიწურა მისი საპატიმროში ყოფნის ვადა, რომელსაც ლიპეცკის ოლქის ერთ-ერთ კოლონიაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და დამზადების გამო იხდიდა.
"მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არასასურველია რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს 64 წლის მოქალაქის ყოფნა. ის ამ დროისთვის გადაყვანილია ლიპეცკის ოლქის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დროებითი მოთავსების განყოფილებაში", - განაცხადა ვოლკმა.