პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ცესკო განმარტებას აკეთებს

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ცესკო განმარტებას აკეთებს

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, პარტიას საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, საბაზისო დაფინანსებისა და არჩევნეზე მიღებული ხმების დაფინანსების კომპონენტების არჩევა შეუძლია, ხოლო დაფინანსების დანარჩენი კომპონენტი: - გენდერის დანამატი, ფრაქციის დანამატი და სხვა კომპონენტი, აღნიშნულ დაფინანსებას ემატება.

ცესკოს პრესსპიკერი მიიჩნევს, რომ პარტია "მრეწველების" მიერ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მოპოვებული დაფინანსებისა და საპარლამენტო ფრაქციისთვის განსაზღვრული თანხის ერთდროულად მიღებით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი არ იღვევა.

როგორც მიქელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "მრეწველებისთვის" განსაზღვრული დაფინანსებით, არსებული პრაქტიკა არ დარღვეულა.

"პარტიების დაფინანსების ოდენობის გამოთვლა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის 30-ე მუხლში მითითებული ფორმულის თანახმად მოხდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი პრაქტიკა არსებობდა სხვა არჩევნების დროსაც და სწორედ ანალოგიური პრაქტიკა განხორციელდა ამ არჩევნების დროს - არანაირი განსხვავებული მეთოდი და ფორმულა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გამოუყენებია. დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი კომენტარის გაკეთება ჩვენს საფინანისო სამსახურსაც შეუძლია - კონკრეტული ფორმულის მიხედვით, რა თანხები როგორ არის ჩასმული და გამოთვლილი. ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც არის ხელმისაწვდომი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ანა მიქელაძემ.

ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 536 572-ლარიან დაფინანსებას მიიღებს. აღნიშნულ თანხაში შედის "მრეწველთა" პარტიის მიერ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით მოპოვებული დაფინანსება და ასევე, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - მრწეველების" ფორმირებისთვის განსაზღვრული თანხა. აღნიშნული დაფინანსებით "მრეწველებმა" სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები თანხის ოდენობით "თავისუფალ დემოკრატებს" აჯობეს, რითაც "თავისუფალმა დემოკრატებმა" ცესკოში ადგილი დაკარგეს.

ამასთან, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტს შეუძლია აირჩიოს და მისი შეხედულებისამებრ მიიღოს დაფინანსება ან ადგილობრივი თვითმმართვებლობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ან საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."