ტრანსგენდერი ქალი სასტიკი თავდასხმიდან 1 თვის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა

ტრანსგენდერი ქალი სასტიკი თავდასხმიდან 1 თვის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა

სასტიკი თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ, ტრანსგენდერი ზიზი (ზურაბ) შეყილაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი ავრცელებს და მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ტატიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ზიზი შეყილაძის საქმე უნდა გამოირჩეოდეს სამაგალითო დასჯის მექანიზმით, რათა მოხდეს საქმეზე სწორი სამართალწარმოებისა და მართლმსაჯულების განხორციელება ქვეყანაში დანაშაულებისა და ტრანსფობიური გარემოს აღმოფხვრის პრევენციის მიზნით.

"ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი როგორც ტრანსგენდერი ქალების თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ტრანსგენდერი ქალის ზიზი შეყილაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ტრანსგენდერი ქალების თემს და ზოგადად მის მეგობრებს.

მიგვაჩნია, რომ ზიზი შეყილაძის საქმე უნდა გამოირჩეოდეს სამაგალითო დასჯის მექანიზმით რათა მოხდეს საქმეზე სწორი სამართალწარმოებისა და მართლმსაჯულების განხორციელება ქვეყანაში დანაშაულებისა და ტრანსფობიური გარემოს აღმოფხვრის პრევენციის მიზნით. ასევე მიგვაჩნია, რომ ზიზი შეყილაძის საქმეზე სასამართლომ უნდა მოახდინოს შესაბამისი ადეკვატური რეაგირება და ბრალდებული პირი მიეცეს კანონით დადგენილ პასუხისგებაში ხოლო სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინოს შესაბამისი გარემოებები და მიიღოს საქმეზე რელევანტური გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ ორგანიზაციის წევრი ტრანსგენდერი ქალების თემის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თმის წევრის და მეგობრის ზიზი შეყელაძის გარდაცვალების გამო", - გიორგი ტატიშვილის განცხადებაში.

თავდასხმა ტრანსგენდერზე 10 ოქტომბერს, ორთაჭალაში მოხდა. 32 წლის ტრანსგენდერ ქალს სცემეს. დაზარალებულს ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული და სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი. ის მძიმე მდგომარეობაში, ინგოროყვას საავადმყოფოში იმყოფებოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობის) მუხლით მიმდინარეობს.

"112-ში 24 საათში 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება..." - შსს მოქალაქეებს მიმართავს

"გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე ძალიან გაერთნენ პოლიტიკით, სამი მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ, საფლავში ბრუნავს" - გია ხუხაშვილი

"მძიმედაა, აპარატზეა შეერთებული" - როგორია 15 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული