სოსო პავლიაშვილის სასახლის კედლები ფრესკებითაა სავსე - ექსკლუზიური კადრები მომღერლის "ოცნების სახლიდან"

 სოსო პავლიაშვილის სასახლის კედლები ფრესკებითაა სავსე - ექსკლუზიური კადრები მომღერლის "ოცნების სახლიდან"

სოსო პავლიაშვილი მოსკოვის გარეუბანში ოცნების სახლს იშენებს. გრანდიოზული ვილა, რომელსაც მომღერალი რამდენიმე წელია აშენებს და ჯერ არ დასრულებულა, პირველად რუსეთის "პირველმა არხმა" გადაიღო.

სიუჟეტი სოფო შევარდნაძის გადაცემაში "Про любовь" გავიდა. გადაცემაში პავლიაშვილი ოჯახთან ერთად იყო მიწვეული.

სამუშაოები თითქმის დასრულებულია, ახლა ინტერიერში ბოლო ცვლილებები შეაქვთ და პავლიაშვილების ოჯახი ახალ სახლში ახალი წლიდან გადასახლდება. მომღერალი და მისი მეუღლე ირინა პატლახი სახლის მთავარი დიზაინერები არიან.

ნახეთ ვიდეო

სოსო პავლიაშვილის თქმით, მყუდრო სახლი, რომელსაც რამდენიმე წელია სიყვარულითა და დიდი მონდომებით აშენებენ, მათი სიყვარულის განსახიერებაა.

ექსკლუზიურ კადრებში, რომელიც რუსეთის "პირველმა არხმა" გადაიღო, მომღერალი და მისი მეუღლე მცირე ექსკურსიას ატარებენ ფრესკებით მოხატული სასახლის ოთახებში.

სოსო პავლიაშვილმა და ირინა პატლახმა ჯვარი დაიწერეს - "ტელეხიდი გვქონდა საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში"

"თითქოს არაფრით გამორჩეული  ქალი, ათეისტი,  რევოლუციონერი,  არა  რომანტიკა... და  მაინც,  ტაბიძის  სულის  აღვირი" - გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას სასიყვარულო  წერილები

ლევან ჯიბღაშვილმა მეორე შვილს სიმამრის სახელი დაარქვა - "ახალ წელს ჩამოვლენ ჩვენთან და ვნახავ პატარას..."