სიახლე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში - გიორგი მღებრიშვილის კომენტარი

სიახლე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში - გიორგი მღებრიშვილის კომენტარი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლი უახლოეს მომავალში წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს. როგორც პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მღებრიშვილმა განაცხადა, შესაბამისი მიმართვა ინტერპოლში უკვე გაგზავნილია. მისივე თქმით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

"ეს ტერიტორია რომ უკონტროლოა, ახალი არ არის თქვენთვის. მიმდინარეობს ამ მიმართულებით პროცედურები და შედეგებს დაველოდოთ", - მიმართა მღებრიშვილმა დეპუტატებს.

გიგა ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ამჟამად დაკავებული არ არის.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ