როგორ შემოიტანეს საქართველოში კონტრაბანდული გზით ბრილიანტის თვლები - დაკავებულია 2 პირი

როგორ შემოიტანეს საქართველოში კონტრაბანდული გზით ბრილიანტის თვლები - დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით ბრილიანტის თვლების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, 2016 წლის 23 ნოემბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტის, "წითელი ხიდის" გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საფულესა და ტანსაცმელზე სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდათ დეკლარირებას დაქვემდებარებული, 557 ერთეული ბრილიანტის თვალი. საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანილი ბრილიანტის ქვები საგამოძიებო სამსახურმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ