"შავი პარასკევი" ქართულად - რა ფასდაკლებები გელით თბილისურ მაღაზიებში

"შავი პარასკევი" ქართულად - რა ფასდაკლებები გელით თბილისურ მაღაზიებში

"შავი პარასკევი", რომელიც სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღედ ითვლება, საქართველოში დღეს დილის 10 საათიდან დაიწყო. როგორც "თბილისი მოლისა" და ისთ-ფოინთის" სავაჭრო ცენტრებში ამბობენ, მომხმარებელთა აქტიურობა უკვე შეინიშნება, თუმცა, მათი რაოდენობის ზრდას საღამოს საათებში უფრო მეტად ელიან.

რაც შეეხება ფასდაკლებებს, "შავ პარასკევს" მაღაზიათა უმეტესობას საქართველოში 20-30% - იანი ფასდაკლება აქვს, მაშინ როცა აშშ-ში მაღაზიათა უმეტესობაში 80%-მდე ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.

"ისთ ფოინთში" სხვადასხვა მაღაზიებში ძირითადად 20-30-50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მაგალითად, "სუპერი", "მანგო", "დიო ჯი", "კენარი", "რონიკო" და სხვა.

50%-მდე ფასდაკლებით შეუძლია სარგებლობა მომხმარებელს, LC Waikiki-ის "ისთ ფოინთის" ფილიალში. თუმცა, არის 80 და 90%-იანი ფასდაკლებებიც. მაგალითად, 40%-90% ფასდაკლებაა Gloria Jeans & Gee Jay Tbilisi-ში; ხოლო 80%-მდე ფასდაკლებაა კარფურის" ფილიალში ტექნიკაზე.

"თბილისი-მოლის" სავაჭრო ცენტრის ცნობით, ფასდაკლებები არ არის ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა "ბერშკა", "ზარა", "მასიმო დუტი", "სტრადივარიუსი", Oysho და Pull&Bear.

თუმცა, სხვა ქვეყნებში ამ ბრენდებსაც აქვთ ფასდაკლება გამოცხადებული. მაგალითად, როგორც "ბერშკას" ოფიციალურ გვერდზეა ღნიშნული, ფეხსაცმელების შეძენა შავ პარასკევს 30%-იანი ფასდაკლებით, ხოლო ტანსაცმლის შერჩეული მოდელების ყიდვა 50%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი. "ზარა"-ს მაღაზიებში ამერიკაში 30%-იანი, ბრიტანეთში კი 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ასევე ფასდაკლებებია Pull&Bear-ში, რომლის სხვადასხვა ქვეყნის ფილიალებშიც უმეტესად 20%-იანი ფასდაკლებებია  განაგრძეთ კითხვა

"ჩვენი მეგობარი ბიზნესმენი გართულებული მდგომარეობის გამო გადავაფრინეთ უცხოეთში... ძალიან ახლოს მოვიდა კორონა" - სოსო ფხაკაძე

ქუთაისში კორონავირუსით ტრავმატოლოგი ზურაბ არდაზიშვილი გარდაიცვალა

სიახლე მძღოლებისთვის - ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება