ირმა ინაშვილი მიხეილ გიორგაძეს - როცა ციხეში მოხვდებით, ბევრი დრო გექნებათ იფიქროთ

ირმა ინაშვილი მიხეილ გიორგაძეს - როცა ციხეში მოხვდებით, ბევრი დრო გექნებათ იფიქროთ

მე გპირდებით, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ აგებთ პასუხს საყდრისის გამო და როცა ციხეში მოხვდებით ბევრი დრო გექნებათ იფიქროთ, სწორად მოიქეცით თუ არა როდესაც ბრძანებას მოაწერეთ ხელი - ასე მიმართა ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა კულტურის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ გიორგაძეს საქართველოს პარლამენტში, სადაც გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრებს ხვდებიან.

როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, კვირიკაშვილის გუნდში ბევრი მინისტრია, რომელსაც მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ ისინი კომპეტენტურები არიან, თუმცა არიან წარდგენილი ისეთი მინისტრობის კანდიდატებიც, რომლებიც არათუ მინისტრები არ უნდა იყვნენ, არამედ დანაშაული მიუძღვით.

”მე მხარს არ ვუჭერ წარმოდგენილ კანდიდატთა შორის კულტურის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ გიორგაძეს. მთავარი თემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ საყდრისთან დაკავშირებული მოვლენებია. გიორგაძე აცხადებს, რომ სწორად მოიქცა და არ ნანობს იმას, რომ ხელი მოაწერა საყდრისის აფეთქებას.

თქვენ თქვენი ბრძანებულებით, რომლის თანახმადაც მოუხსენით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, საყდრისი მეორე დღეს ააფეთქეს. მე არ დაგისვამთ კითხვას გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას - თქვენი განცხადებებიდან ჩანს, რომ თქვენ ამ პასუხისმგებლობას არ გრძნობთ.

ერთადერთ რამეს გპირდებით მე ამ პოსტიდან, რომ ერთ მშვენიერ დღეს, თქვენ აგებთ პასუხს საყდრისის გამო და როცა ციხეში მოხვდებით ბევრი დრო გექნებათ იფიქროთ, სწორად მოიქეცით თუ არა როდესაც ბრძანებას მოაწერეთ ხელი”, -განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მან ასევე კულტურის სფეროში არსებულ სხვა პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პრობლემებია საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში, რადგანაც ექსპონატები ნადგურდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."