როგორ ეხმაურებიან ქართულ "შავ პარასკევს" "ფეისბუქზე"

როგორ ეხმაურებიან ქართულ "შავ პარასკევს" "ფეისბუქზე"

BLACK FRIDAY, რომელიც აშშ-სა და ევროპის სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღედ ითვლება, საქართველოში დღეს დილის 10 საათიდან დაიწყო. თუმცა ამერიკისა და ევროპისგან განსხვავებით, სადაც ამ დღეს მომხმარებლები 80-90%-იანი ფასდაკლებებით სარგებლობენ, საქართველოში ძირითადად 20-30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. სოციალურ ქსელში ქართულ "შავ პარასკევს" კრიტიკულად აფასებენ:

მაგდა ალექსიძე:

დავრეკე რამდენიმე მაღაზიაში და აღმოჩნდა, რომ არც ერთი ის მაღზია (zara, PULL&BEAR და სხვა) რომლის გამოც ხალხი მოლს სტუმრობს არ ერთვება Black Friday აქციაში, ხოლო დანარჩენ მაღზიებში 10-20% იანი ფასდაკლებაა და 50% ძირითდად ზაფხულის მაისურებს ეხება.

ისეთი პომპეზურობით მოხდა ამ კამპანიის დაანონსება, მოლოდინი იყო, ერთხელ მაინც ეღირსებოდა თბილისს ნამდვილი Black Friday, თუმცა სულ ტყუილად.

კიდევ კარგი დავრეკე და სულ ტყუილად არ ვიდგები ხვალ დაუსრულებელ საცობსა და კილომეტრიან პარკინგის რიგში:)

ამ ტიპის არასწორი მარკეტინგული გათვლები უფრო მეტ ნეგატივს მოგიტანთ ვიდრე გაყიდვებს, გაითვალისწინეთ, მითუმეტეს მოლების კონკურენცია მაინც ეღირსა თბილისს.

სამწუხაროა, არ გეკადრებათ ნამდვილად.

So Pi‎:

Black friday ასოცირდება 70% და მეტ ფასდაკლებასთან, როგორც ევროპაში და არა 20 და 30%....

ნინო კუზონოვა:

როგორც ყოველთვის, დღეს დასახარჯი ფული და ხვალისაც (ზეგისაც) უკვე სამი თვის წინ დავხარჯე, ამიტომ BLACK FRIDAY-ს ჩემთვის აზრი არ აქვს.

რუსუდან ყურაშვილი:

ჩემი გოგოები დაბრუნდნენ ახლა და "black friday" არა კვახიო.:))))) თუ რამე მოგეწონა, ფასი იგივეა, უვარგისი ისედაც იაფიაოო.... ესეც შენი "შავი პარასკევი".

სვეტლანა ბუთხუზი:

გული არ დაგწყდეთ, ეს "ჩისტო გრუზინსკი" Fiday არის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ევროპულთან, არც ამერიკულთან და გათვლილია ხალხის დაბრიყვებაზე - პირადად ვიხილე!

დოდი ხარხელი:

შოკირებული ვარ Black Friday-ს "გრანდიოზული" ფასდაკლებებით თბილისში 5%! 10%!

წაიკითხეთ ასევე: "შავი პარასკევი" ქართულად - რა ფასდაკლებები გელით თბილისურ მაღაზიებში

"სითი მოლში" ნახეს ქალბატონი, რომელიც შოპინგობდა თამამად, არადა კოვიდი აქვს" - რას წერს ია ფარულავა "ფეისბუქზე"

"გადაჭედილი" ტრანსპორტი დღის ბოლოს - "ღია კარებით დადიან და შიგნით ჭყლეტაა"

"ვირუსი პნევმონიით გამირთულდა, მძიმედ მივდიოდი ბოლოსკენ... არასოდეს მყოლია გადარჩენისას ასეთი მაგარი გუნდი" -  რას წერს გივი თარგამაძე "ფეისბუქზე"