"ის იყო ხელი საფულისკენ წავიღე, რომ მოვარდა დაწესებულების მენეჯერი და ეცა საცოდავ ბავშვს" - თემო საჯაია მიმართვას ავრცელებს

"ის იყო ხელი საფულისკენ წავიღე, რომ მოვარდა დაწესებულების მენეჯერი და ეცა საცოდავ ბავშვს" - თემო საჯაია მიმართვას ავრცელებს

მომღერალი თემო საჯაია ქუჩაში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. საჯაია "ფეისბუქზე" ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ფაქტზე წერს, რომელიც პირადად მას გადახდა.

"მიმართვა:

იმ ბავშვების შესახებ,რომლებიც ქუჩაში დგანან...

საშინლად გაბრაზებული ვარ!!! გუშინ ვიჯექი ერთ-ერთ ბარში,სადაც შემოვიდა პატარა გოგონა, (ციგნის ბავში,როგორც ვუწოდებთ!!!) რომელსაც ხელში ყვავილები ეჭირა და ყიდდა,აი,ისეთი ვარდები ცალობით,რომ ყიდიან ხოლმე.მოკლედ მოვიდა ჩვენს მაგიდასთან და მეუბნება; -ბიძია უყიდე ყვავილი შენს გოგოსო, საშინლად შემეცოდა სიცივისგან გალურჯებული ბავშვი, გარეთ ტემპერატურა მინუს 3 გრადუსი იყო. ის იყო ხელი საფულისკენ წავიღე,რომ უცბათ მოვარდა დაწესებულების მენეჯერი და ეცა საცოდავ ბავშვს, რამდენჯერ უნდა გითხრა აქ აღარ შემოხვიდეო,ხალხს აწუხებო,გარეთ დაელოდეო,რომ დამინახა ყვავილის ყიდვას ვაპირებდი,ახლა მეუბნება; არ იყიდოთ არ შეიძლებაო,მაგრამ რა თქმა უნდა,მაინც ვიყიდე...

მოკლედ საშინლად დავითრგუნე და გავბრაზდი! გავბრაზდი ყველაზე და ყველაფერზე; სახელმწიფოზე, მენეჯერზე, დაწესებულებაზე,და საკუთარ თავზე,რადგან არაფრის შეცვლა არ შემიძლია...მივმართავ ასეთ დაწესებულებებს და მენეჯერებს: ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ო !!! ამ ბავშვებზე არავინ ზრუნავს,არც სახელწიფო,არც ორგანიზაციები და არც საზოგადოება(რომელსაც თავისი გასჭირვებია!!!) და თქვენ, მაინც ნუ იქნებით ასე უსისხლონი, თქვენ მაინც ნუ მოექცევით ასე საშინლად და ხელების გადაგრეხვით ნუ გაყრით პირუტყვებივით გარეთ... ისედაც იმაზე დიდი უსამართლობა არაფერია,როდესაც ბავშვი დაგას ხელგაწვდილი ქუჩაში, სიცივეში თუ სიცხეში,ისედაც ამაზე დიდი საშინელების წარმოდგენა შეუძლებელია...

არ მინდა პათეტიკური ვიყო და ამიტომ აღარაფერს ვიტყვი გარდა ერთისა: არაფერია უფრო დიდი უსამართლობა ვიდრე ის, რომ ბ ა ვ შ ვ ი ქუჩაში დგას და მშიერი თვალებით ელოდება მოწყალებას...

პ.ს. ყველაფერი არის ძლიერ კარგად,ყველაფერი ძლიერ ცუდად არის...",- წერს საჯაია.

როგორი კაბები ეცვათ ანუკი არეშიძესა და სალომე ღვინიაშვილს მეგობრის ქორწილში - სტილი, რომელიც "ინსტაგრამზე“ ფავორიტი გახდა (ფოტოები)

"არასოდეს ისვენებდა, ერთ-ერთი "შვებულების" დროს საძინებლიდან ნოდოს კისკისი მომესმა" - ნოდარ ხადურის ქალიშვილის ემოციური პოსტი მამაზე

ჩემს თამოს, რომ აწამებდნენ, იდექი და გულგრილად უყურებდი ყველაფერს... შენით ვიწყებ "ვოლკო" - ვის მიმართავს ბაჩალიაშვილის დედა