პროდუქტები, რომელიც არ უნდა აკლდეს ჯანმრთელ საუზმეს

პროდუქტები, რომელიც არ უნდა აკლდეს ჯანმრთელ საუზმეს

იმისთვის, რომ თავს მხნედ გრძნობდე, აუცილებელია კვების სწორი რეჟიმის დაცვა. არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ საუზმე. საუზმე გვეხმარება ძილის შემდეგ გამოფხიზლებაში და ენერგიის მარაგის შევსებაში. წარმოგიდგენთ იმ პროდუქტებს, რომლებიც იდეალურია დღის დასაწყებად.

კვერცხი

ქათმის კვერცხი შეიცავს ა, ი, დე და ბე ვიტამინებს, კალცს, მაგნიუმს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას და სხვა მრავალ საჭირო ნივთიერებას. კვერცხის საუზმეზე ხშირი მიღება აგიმაღლებთ იმუნიტეტს და დაგირეგულირებთ ნივთიერებათა ცვლას.

ბანანი

ბანანი შეიცავს ცილებს, კალიუმს, მაგნიუმს, სახამებელს, ვიტამინ ბე2-ს, პპ და ი-ს, აგრეთვე პროვიტამინ ა-ს.

შვრიის ფაფა

ყველაზე სასარგებლო საუზმე შვრიაა. ის მდიდარია ბ1 და ი ვიტამინებით და მინერალებით, კალციუმით, მაგნიუმით და რკინით. ის დაბლა წევს ცუდი ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, აუმჯობესებს მეხსიერებას, გეხმარებათ ზედმეტი წონისგან გათავისუფლებაში.

მიწის თხილის კარაქი

მიწის თხილის კარაქი ძალიან სასარგებლო და კალორიული პროდუქტია, თუმცა გახდომის მსურველებს მაინც ურჩევენ მის მიღებას. კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანები, ვინც საუზმეზე მიწის თხილის კარაქს მიირთმევდნენ, დღის განმავლობაში გაცილებით ცოტას ჭამდნენ. აგრეთვე ის მდიდარია ბ1, ბ2, ა, ი, პპ ვიტამინებით, მიკროელემენტებით და უამრავი სასარგებლო ნივთიერებით.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით.

ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს გეოგრაფია

პირველი ქალი მთავარი მსაჯი "კაცების თამაშში": ვინ არის სტეფანი ფრეპარტი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგაზე" იმსაჯა: "გოგონები მიყურებენ და ფიქრობენ, ეს შესაძლებელია"

როგორ მორთო მელანიამ საახალწლოდ თეთრი სახლი - პირველი ლედის სტილი და დეკორაციების თვალისმომჭრელი სიკაშკაშე (ფოტოები)