იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა?

იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა?

იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები გარკვეულ ზღვრამდე შესაძლებელია ლარში გაიცეს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მან იმ სირთულის შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც აღმოჩნდა მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც სესხი აშშ დოლარში ჰქონდა აღებული.

"ჩვენი მოსახლეობის ნაწილს იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები ჰქონდა უცხოურ ვალუტაში. სამწუხაროდ, მათი განკარგვადი შემოსავალი შემცირდა, რადგან ისინი გაცილებით მეტ თანხას იხდიან, ვიდრე იმ შემთხვევაში, სესხები ლარში რომ ყოფილიყო გაცემული. დედოლარიზაციის მიმართულებით ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ," - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა და აღნიშნა, რომ ნაბიჯები ორი მიმართულებით იქნება გადადგმული - პირველი, შემსუბუქდება სოციალური წნეხი, რათა მათი განკარგვადი შემოსავალი გაუმჯობესდეს და მეორეც, საქართველოს ეკონომიკაში გაცემული სესხების უდიდესი ნაწილი ლარში გაიცეს და ამით სავალუტო რისკი, რაც შეიძლება ნაკლები იყოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."