პარლამენტი ამ ეტაპზე წინა მოწვევის პარლამენტში დაწყებული საკონსტიტუციო ინიციატივების განხილვის გაგრძელებას არ აპირებს

პარლამენტი ამ ეტაპზე წინა მოწვევის პარლამენტში დაწყებული საკონსტიტუციო ინიციატივების განხილვის გაგრძელებას არ აპირებს

პარლამენტი, ამ ეტაპზე, არ აპირებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების განხილვის გაგრძელებას, რომელზეც მუშაობა წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ამ თემასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, გადაწყვეტილია, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ერთიანად, საკონსტიტუციო კომისიაში იყოს განხილული და პარლამენტმა იმ პროექტზე იმუშაოს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მომზადდება.

შესაბამისად, უკვე ინიცირებულ საკონსტიტუციო პროექტებზე მუშაობა გაგრძელდება არა პარლამენტის ფორმატში, არამედ მათ საკონსტიტუციო კომისია განიხილავს, რომელიც ჯერ ფორმირებული არ არის.

წინა მოწვევის პარლამენტიდან ახალარჩეულ პარლამენტში რამდენიმე საკონსტიტუციო პროექტი გადმოვიდა, რომელთა ავტორი მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობაა. აღნიშნული პროექტები ეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას, პარლამენტის ადგილმდებარეობას და ასევე, ოჯახის დეფინიციის საქართველოს კონსტიტუციაში განსაზღვრას. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტში ასევე წარდგენილია ოპოზიციური პარტიების ავტორობითა და 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით ინიცირებული პროექტი.

ყველა ეს საკონსტიტუციო ინიციატივა წინა მოწვევის პარლამენტში განხილულია კომიტეტებისა და პლენარული სხდომის ფორმატებში და გაჩერებულია პირველი მოსმენით კენჭისყრაზე.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."