ოთხ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება

ოთხ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალ, ოთხი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილისთვის, კახა კალაძისთვის, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად, პარლამენტს წარუდგენს.

გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძისა და გიორგი გახარიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საფუძველია ის, რომ მათ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავეს. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მან საკუთარი სურვილით თქვა უარი, შესულიყო მე-9 მოწვევის პარლამენტში.

პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძისა და გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე არიან. სანდრა რულოვსს კი გიორგი ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს.

ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხზე პარლამენტი მოგვიანებით, მას შემდეგ იმსჯელებ, რაც ზემოთ აღნიშნულ დეპუტატებს პარლამენტის წევრის სტატუსი შეუწყდებათ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."